უოტფორდმა ისევ წააგო | ჩაკვე თავისი გუნდის რიგებში საუკეთესო იყო
ჩემპიონშიფის 29-ე ტურში „უოტფორდი“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე იცავს, სტუმრად „ქოვენთრის“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.
პირველი გოლი 32-ე წუთზე გავიდა - ჯეკ რუდონის პასის შემდეგ „ონავრების“ კარი ვიქტორ ტორპმა აიღო. 76-ე წუთზე ტორპმა ლამაზად შესრულებული საჯარიმო დარტყმით „ქოვენთრის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა. 82-ე წუთზე „უოტფორდმა“ ერთი ბურთი გაქვითა - საკუთარ კარში ბურთი ლიამ კიტჩინგმა ჩაჭრა, თუმცა მატჩის გადარჩენა ტომ ქლევერლის გუნდმა ვერ შეძლო და ბოლო 8 ტურში მეექვსედ დამარცხდა.
ჩაკვემ მატჩი სრულად ჩაატარა და Sofascore-ისგან 7,7-იანი შეფასება დაიმსახურა. ქართველი ფეხბურთელის სტატისტიკა ასეთი იყო: 1 დარტყმა კარში, 1 დარტყმა კარისკენ, 5-დან 4 წარმატებული დრიბლინგი, 53 შეხება ბურთთან, 35-დან 29 ზუსტი პასი (82%), 3 უზუსტო ჩაწოდება, 4-დან 3 ზუსტი გრძელი პასი, 12-დან 9 მოგებული ორთაბრძოლა, 2 წაგებული საჰაერო ორთაბრძოლა. გიორგიმ 12-ჯერ დაკარგა ბურთი და მეტოქეს სამჯერ დაარღვევინა წესები.
ჩაკვეს გამორჩეული მომენტები:
29 მატჩის შემდეგ „უოტფორდს“ 41 ქულა აქვს და ამ დროისთვის ჩაკვეს გუნდი ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილის მე-9 ადგილზეა. მომდევნო მატჩს „უოტფორდი“ 1 თებერვალს, შინ „ნორვიჩის“ წინააღმდეგ გამართავს.