ბუდუ ზივზივაძე, ჰაიდენჰაიმი
Aa
Aa

რეალური მომენტი არ ჰქონია | ზივზივაძის გუნდი ბოლო წუთზე დამარცხდა

ბუნდესლიგის მე-4 ტურში „აუგსბურგმა’’ შინ ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმს’’ 2:1 მოუგო. წაგებული ტაიმის შემდეგ 77-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს, თუმცა მესამე დამატებულ წუთზე კევინ შლოტერბეკმა თავით შეაგდო და გუნდს 3 ქულა მოაპოვებინა.

პირველ ტაიმში ბუდუს კარისკენ დარტყმის ერთი მცდელობა ჰქონდა, ერთი შეხებით დაარტყა, ბურთი კარს დიდი მანძილით ააცილა. 53-ე წუთზე ბუდუმ ორთაბრძოლა მოიგო, ბურთი მოიპოვა და მწვავე შეტევა წამოიწყო, ადრიან ბეკმა მეკარეს ერთი-ერთზე ვერ გაუტანა.

ტრადიციულად, ბუდუ ბევრს მოძრაობდა, ბურთის ართმევაზე აქტიურად მუშაობდა, თუმცა გოლის გატანის რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონია (90 წუთი შეუცვლელად ითამაშა).

ზივზივაძემ, რომელიც „ჰაიდენჰაიმმა’’ „კარლსრუედან’’ 1,8 მილიონ ევროდ შეიძინა, ბუნდესლიგაში ზედიზედ მეოთხედ ითამაშა. 30 წლის ფორვარდის ანგარიშზე 1 საგოლე პასია, ბრემენის „ვერდერთან’’ შეასრულა.

19 ტურში „ჰაიდენჰაიმმა’’ 14 ქულა დააგროვა, მე-16 ადგილზეა, მე-15 პოზიციაზე მყოფ „ჰოფენჰაიმს’’ 3 ქულით ჩამორჩება. ამასთან ერთად, „სოფლელებს’’ ერთი თამაში მარაგში აქვთ.

ზამთრის შესვენების შემდეგ ბუნდესლიგაში „ჰაიდენჰაიმმა'' 4 მატჩი ჩაატარა, ბერლინის „უნიონთან'' გამარჯვების შემდეგ „ვერდერთან'' ქულა მოიპოვა, თუმცა შემდეგ „სანქტ-პაულისთან'' და „აუგსბურგთან'' დამარცხდა.

მე-20 ტურში, პირველ თებერვალს „ჰაიდენჰაიმი’’ „დორტმუნდს’’ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლი მის გარეშეც კარგად გამოიყურება“ - რუბინიო კვარაზე
„ნაპოლი მის გარეშეც კარგად გამოიყურება“ - რუბინიო კვარაზე