ოფიციალურად - ლიანა ჯოჯუა Global Fight League-ში იჩხუბებს
MMA-ის ქართველი მებრძოლი ლიანა ჯოჯუა (8-6) ამერიკულ პრომოუშენს, Global Fight League-ს შეუერთდა. ინფორმაცია ამის შესახებ ჯოჯუამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„ძუ მგელი“ სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში იასპარეზებს. მისი მწვრთნელი ლეგენდარული რეი ლონგო იქნება, რომელიც მერაბ დვალიშვილსაც წვრთნის.
View this post on Instagram
აქვე გეტყვით, რომ რეი ლონგოს გუნდში იქნება კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის წარმომადგენელი ზვიად ლაზიშვილი.
ცნობისთვის, Global Fight League ახალი ამერიკული პრომოუშენია, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ლეგენდარული ტონი ფერგიუსონიც შეუერთდა.
შეგახსენებთ, რომ ჯოჯუამ ბოლო ბრძოლა 2024 წლის დეკემბერში გამართა, როდესაც პირველ რაუნდში ბრაზილიელი ჟაკლინ ფერეირა დაანოკაუტა.