ხვიჩა კვარაცხელია, პაოლო დი კანიო
Aa
Aa

მის დატოვებას აზრი აღარ ჰქონდა - დი კანიო კვარას ტრანსფერზე

25 იანვარი როგორც ხვიჩა კვარაცხელიასთვის, ასევე მისი ყოფილი გუნდისთვის, „ნაპოლისთვის“ მნიშვნელოვანია დღეა. 23 წლის ქართველი ფეხბურთელი დიდი ალბათობით „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში სადებიუტო მატჩს ჩაატარებს, ხოლო პარტენოპეი, რომელიც სერია A-ში სკუდეტოს მოსაპოვებლად იბრძვის, „სტადიო მარადონაზე“ ყველაზე საძულველ და პრინციპულ მეტოქეს, ტურინის „იუვენტუსს“ უმასპინძლებს.

უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, საკუთარი მოსაზრება წარსულში ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა პაოლო დი კანიომ გამოთქვა, რომელსაც თავის დროზე როგორც ნეაპოლურ, ასევე ტურინულ კლუბში უასპარეზია.

პაოლო დი კანიო

ორივე გუნდის მიმართ სიმპათიები მაქვს და უძლიერესი გაიმარჯვებს. რაც შეეხება „ნაპოლიში“ მიმდინარე მოვლენებს, ანტონიო კონტე ჭკვიანურად მოიქცა, რადგან ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნებას არანაირი აზრი აღარ ჰქონდა.

ანტონიომ ხვიჩას დასარწმუნებლად ყველაფერი გააკეთა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. როდესაც ფეხბურთელი, ვინც არ უნდა იყოს ის, ნერვიულობით და ბრაზით თამაშობს, მას არაფერი გამოუვა. გაუთავებელი დრიბლინგებით კვარა თითქოს საკუთარი თავის რეკლამირებას ცდილობდა, გუნდის ინტერესები კი აღარ ადარდებდა.

ცნობისათვის, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ კვარაცხელიას გაყიდვისა და ზაფხულში ვიქტორ ოსიმენის გასხვისების შემდეგ, მათი სატრანსფერო ბიუჯეტი 170 მილიონი ევრო იქნება და გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კვარას ახალი თავგადასავალის მოლოდინში - სად როგორ იწყებდა ხვიჩა
კვარას ახალი თავგადასავალის მოლოდინში - სად როგორ იწყებდა ხვიჩა