ტაირელ ვაუტერი
Aa
Aa

ვაუტერმა დილა დატოვა - სად წავიდა ნიდერლანდელი

Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის გასული სეზონის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა ტაირელ ვაუტერმა „დილა“ დატოვა და კარიერას კვიპროსის „აპოლონში“ განაგრძობს. 22 წლის ფორვარდმა ლიმასოლის კლუბში ტრანსფერის შესახებ სოციალური ქსელის საშუალებით დაადასტურა და გორის გუნდის ხელმძღვანელობას იმ დაუვიწყარი სეზონისთვის, რომელიც მან შარშან ჩაატარა, მადლობა გადაუხადა.

70-წლიანი ისტორიის მქონე, ქვეყნის 4-გზის ჩემპიონი და თასის 9-გზის გამარჯვებული „აპოლონი“ წელს უმაღლესი მიზნებისთვის ვერ იბრძვის, რადგან 19 ტურის შემდეგ მეექვსე ადგილზეა და ლიდერ „პაფოსს“ 15 ქულით ჩამორჩება. ლიმასოლურ კლუბში, რომელსაც 47 წლის ადგილობრივი სპეციალისტი სოფრონის ავგუსტი ამზადებს, საკმაოდ ბევრი ლეგიონერია, „ომონია არადიპუსთან“ დღეს გასამართ მატჩისთვის განაცხადში შეყვანა თუ ვერ მოესწრო, ნიდერლანდელი თავდამსხმელის დებიუტი 29 იანვარს, „ანორთოსისთან“ შედგება.

ვაუტერმა გასულ სეზონში გორის გუნდის შემადგენლობაში თავი 19 გოლითა და 6 საგოლე პასით გამოიჩინა. Crystalsport-ის ვერსიით კი, „დილას“ აწ უკვე ყოფილი ფორვარდი Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და ჯილდოს სახით 5 ათასი ლარი გადაეცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოლ ფეჰერვარი კალანდაძის ტრანსფერზე მუშაობს | მეორე ვარიანტი გამოირიცხა
მოლ ფეჰერვარი კალანდაძის ტრანსფერზე მუშაობს | მეორე ვარიანტი გამოირიცხა