არინა საბალენკა, მედისონ კისი
Aa
Aa

სენსაციური სვლა ტრიუმფით - მედისონ კისმა ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო

ამერიკის ღია პირველობაზე ქალთა შორის ფინალი შედგა, რომელიც სენსაციური შედეგით დასრულდა. ამერიკელმა მედისონ კისმა ბელარუს არინა საბალენკას 2 საათსა და 5 წუთში, სამ სეტში - 6:3, 2:6, 7:5 მოუგო და კარიერაში პირველად დიდი სლემის ტურნირის გამარჯვებული გახდა.

29 წლის ამერიკელმა ტურნირზე პირველი სენსაცია ნახევარფინალში მოახდინა, როდესაც მსოფლიოს მე-2 ჩოგანი პოლონელი იგა შვიონტეკი ასევე სამ სეტში 5:7, 6:1, 7:6 (10-8) დაამარცხა. ფინალში კი პირველ ჩოგანს არინა საბალენკასაც აჯობა.

29 წლის კისი ისტორიაში (ღია ერაში) მეორე ყველაზე ასაკოვანი ქალი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო. ამ მხრივ რეკორდი ჩინელ ნა ლის ეკუთვნის, რომელმაც გამარჯვება 2014 წელს, 31 წლის ასაკში მოახერხა.

ამ გამარჯვების შემდეგ, მედისონ კისი მე-14 ნომრის პოზიციიდან დაწინაურდება და მსოფლიოს მე-7 ჩოგანი გახდება. მელბურნში მოგებული დიდი სლემისთვის კისი 2.2 მილიონ დოლარს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები