ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

გაზაფხულისთვის მზად ვიქნები - ვოლკანოვსკის მინიშნება

ილია თოფურიას მომდევნო მოწინააღმდეგეზე როდესაც მიდის საუბარი, პირველ რიგში ყველას ახსენდება ალექსანდრ ვოლკანოვსკი, რომელიც თავისი კარიერიდან და ბევრი სხვა ფაქტორიდან გამომდინარე, ქართველთან რემატჩს იმსახურებს. არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ „ელ მატადორისა“ და 36 წლის ავსტრალიელის კიდევ ერთი ორთაბრძოლა 5 აპრილს, UFC 314-ზე შედგეს, რაც ვოლკანოვსკის უკანასკნელმა განცხადებამაც გაამყარა.

ალექსანდრ ვოლკანოვსკი

სარეაბილიტაციო პროცესი თითქმის დასრულებულია და მარტი-აპრილის პერიოდს სრულ მზადყოფნაში შევხვდები. არასოდეს არ იცი რა მოხდება და შესაბამისად, UFC-ის ხელმძღვანელობასაც გადაწყვეტილება არ მიუღია. თუმცა, ვფიქრობ, რომ ოქტაგონზე ჩემი დაბრუნებისთვის აპრილი იდეალური პერიოდი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ უკანასკნელი ბრძოლა 2024 წლის თებერვალში გამართა და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის დაპირისპირებაში ილია თოფურიასთან ნოკაუტით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
UFC 2025 - გეგმები, ინტრიგები და მოსალოდნელი ბრძოლები
UFC 2025 - გეგმები, ინტრიგები და მოსალოდნელი ბრძოლები