ნოვაკ ჯოკოვიჩი, ენდი მარეი
Aa
Aa

მისგან პასუხს ველოდები - მარეი ჯოკოვიჩთან თანამშრომლობაზე

ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობისთვის წარსულში ცნობილმა შოტლანდიელმა ჩოგბურთელმა ენდი მარეიმ მოამზადა, რომელიც განაგრძობს თუ ლეგენდარულ სერბთან მომავალშიც მუშაობას, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ამ თემასთან დაკავშირებით შეკითხვით მედიის წარმომადგენლებმა ალექსანდრ ზვერევთან მატჩის დასრულებისთანავე თავდაპირველად ნოლეს მიმართეს, თუმცა მისგან კონკრეტული პასუხი რომ ვერ მოისმინეს, გადაწყვიტეს ყველაფერი მწვრთნელთან გადაემოწმებინათ.

ენდი მარეი

მე და ნოვაკი შევთანხმდით, რომ სამომავლო გეგმების თაობაზე მხოლოდ ავსტრალიის ღია პირველობის დასრულების შემდეგ ვისაუბრებდით. მისით ვამაყობ, მუდამ მზად არის გავიდეს კორტზე და ნებისმიერ მეტოქეს უშეღავათო ბრძოლა გამოუცხადოს. ალკარასთან მიღებული ტრავმის გამო არ უვარჯიშია და მცირე საწვრთნელი პროცესი მხოლოდ ზვერევთან მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე ჩავატარეთ, რომლის დროსაც ტკივილი არ უგრძვნია. დაზიანებასთან დაკავშირებით სათქმელი სხვა არაფერი მაქვს.

შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის პირველობას, რომელიც დიდი სლემის ტურნირებიდან ყველაზე მეტჯერ 10-ჯერ აქვს მოგებული, ბარძაყის ტრავმის გამო, ალექსანდრ ზვერევთან ნახევარფინალური მატჩისას ჩაეხსნა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ტრავმის გამო, ჯოკოვიჩი ავსტრალიის პირველობას ნახევარფინალში ჩაეხსნა
ტრავმის გამო, ჯოკოვიჩი ავსტრალიის პირველობას ნახევარფინალში ჩაეხსნა