„პსჟ-ს შემდეგ მისთვის ლა ლიგა იდეალური იქნება“ - კვარას ყოფილი გუნდელი
რუსული „აკრონის“ ინგუშმა ნახევარმცველმა სოლტმურად ბაკაევმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
ბაკაევი და კვარა 2020-2022 წლებში „რუბინში“ გუნდელები იყვნენ. ინგუში ფეხბურთელი ამბობს, რომ ხვიჩას კარიერისთვის იდეალური გაგრძელება პსჟ-დან ესპანეთში წასვლა იქნება.
„ხვიჩა ჩემთვის ძმასავით არის. იმის გათვალისწინებით, რომ ის ქართველია და მე ინგუში, ჩვენ ძმები ვართ. ქართველები და ინგუშები ერთმანეთთან ახლოს ვართ. კვარაცხელია ახლა კარიერის მაგარ ეტაპზე იმყოფება. მან ნაპოლიში სკუდეტო მოიგო. გუნდის შეცვლა უფრო ადრე უნდოდა, მაგრამ მას ნაპოლი უყვარდა და ამის საშუალებაც არ ჰქონია.
ის ამჟამად პსჟ-ში იმყოფება, რომელსაც დიდი მიზნები აქვს და ჩემპიონთა ლიგაზე მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნება. თუ, ხვიჩა საფრანგეთში ამ სცენას შესაბამის დონეზე გაივლის, მას მომავალში გზა უფრო გაეხსნება. პსჟ-ს შემდეგ, მისთვის იდეალური ესპანეთში ლა ლიგაში გადასვლა იქნება. ეს მისი კარიერისთვის ნამდვილად მაგარი გაგრძელება იქნება“.
- განაცხადა ბაკაევმა Матч ТВ-სთან საუბრისას.
აქვე გეტყვით, რომ კვარაცხელიამ პსჟ-სთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა. „ნაპოლიმ“ მის სანაცვლოდ 70 მილიონი (+5 მილიონი ბონუსებით) მიიღო. თავად ხვიჩა კი წლიურად 9 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რასაც ბონუსების სახით 2 მილიონი დაემატება.