ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ზურიკოს ჯარიმას გოლი მოჰყვა | სენტ-ეტიენმა ოსერთან ქულა აიღო

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში, ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ „ოსერს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა, სტუმრად მიმდინარე სეზონში მეორე ქულა აიღო და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში 27-ე წუთზე გაიხსნა და „ოსერი“ ჰამად ტრაორემ დააწინაურა. პირველი ტაიმის მიწურულს, დავითაშვილის ჯარიმის შემდეგ, მასპინძელთა საჯარიმო მოედანზე არეულობა შეიქმნა, რომლითაც სტასინმა ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა - 1:1.

მეორე ტაიმში, „ოსერი“ უფრო სახიფათოდ უტევდა და რამდენიმე მომენტი ჰქონდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია, „სენტ-ეტიენს“ კი ბევრი არაფერი გამოუვიდა. ზურიკოს რაც შეეხება, დავითაშვილმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და Sofascore-მა მისი თამაში 6.6 ქულით შეაფასა.

ზურიკო ბურთს 63-ჯერ შეეხო და 39-დან 34 ზუსტი პასი გააკეთა. დავითაშვილს 1 ზუსტი დარტყმა ჰქონდა და 1 საკვანძო გადაცემა მიითვალა. ქართველ შემტევს 5-დან 2 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა, თუმცა 11 ორთაბრძოლიდან მხოლოდ ორი მოიგო.

ცნობისთვის, „სენტ-ეტიენს“ 18 ქულა დაუგროვდა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია. ზურიკოს გუნდი მომდევნო შეხვედრას 1-ელ თებერვალს, „ლილის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მეგონა, გამარჯვებულად უმარს დაასახელებდნენ“ - ჩეილ სონენი
„მეგონა, გამარჯვებულად უმარს დაასახელებდნენ“ - ჩეილ სონენი