ჩარლზ ოლივეირა, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„ნუ გეშინია, ძლიერად არ დაგარტყამ“ - ცარუკიანმა ოლივეირას მიმართა

UFC-ის აღმასრულებელი დირექტორის დენა უაითის განცხადების შემდეგ, რომლის მიხედვითაც არმან ცარუკიანს საჩემპიონო ბრძოლის მიღებამდე ლოდინი მოუწევს, ისლამ მახაჩევის მომდევნო მეტოქედ მსუბუქ წონით დივიზიონში აბსოლუტური უმრავლესობა ჩარლზ ოლივეირას ასახელებს.

რამდენიმე თვის წინ, ცარუკიანმა ქამრისთვის ბრძოლის შანსი სწორედ მისი ძლევის შედეგად მიიღო, რის გამოც ბუნებრივია სომეხი სპორტსმენისთვის გამაღიზიანებელია მასზე წინ ოლივეირას დაყენება, რაც სოციალური ქსელის საშუალებითაც არ დაუმალავს.

არმან ცარუკიანი

მსუბუქ წონით დივიზიონში ნომერ პირველ პრეტენდენტს სახელი და გვარი აქვს და მას არმან ცარუკიანი ჰქვია. თუ ვინმეს უნდა ქამრის პრეტენდენტი გახდეს, პირველ რიგში ჩემთან ჩხუბი მოუწევს.

მე ამისთვის მზად ვარ და კონტაქტურიც ვარ. ოლივეირას მივმართავ, ნუ გეშინია, ძალიან ძლიერად არ დაგარტყამ.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის აპრილში არმან ცარუკიანმა ჩარლზ ოლივეირა მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
პირადი ვერტმფრენი და აპარტამენტები მაიამიში - რა ქონებას ფლობს არმან ცარუკიანი
პირადი ვერტმფრენი და აპარტამენტები მაიამიში - რა ქონებას ფლობს არმან ცარუკიანი