იამალის აღიარება - ახალგაზრდა ვარსკვლავის მორიგი ჯილდო
„ბარსელონას“ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ლამინ იამალი დასახელდა. 17 წლის ტალანტმა ალდო როვირას სახელობის პრიზი მიიღო, რომელიც უკვე მეთხუთმეტე წელია თამაშდება და ყველაზე მეტჯერ ექვსჯერ ეს ჯილდო ლიონელ მესის აქვს მოპოვებული. გამარჯვებულს ავლენს სპეციალური ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა გამოცემის ჟურნალისტები შედიან.
იამალმა გასული სეზონი ესპანეთის ლა ლიგაში 5 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით დაასრულა, რასაც ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ტრიუმფალური ასპარეზობა მოჰყვა, სადაც ჩემპიონის ტიტულთან ერთად, ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის დაწესებული პრიზი მოიპოვა. პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში კი, „ბლაუგრანას“ მე-19 ნომერის ანგარიშზე უკვე 5 გოლი და 9 ასისტია.
ალდო როვირა, რომლის სახელობის პრიზითაც კლუბის საუკეთესო მოთამაშეს ყოველწლიურად აჯილდოებენ, „ბარსელონას“ ყოფილი დირექტორის, ხოსეპ როვირას შვილი იყო და 2009 წელს, 37 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაიცვალა.