L Equipe: ნეიმარი სანტოსში ბრუნდება
„ალ-ჰილალის“ ბრაზილიელი ვარსკვლავი, ნეიმარი „სანტოსში“ დაბრუნდება. ამის შესახებ გამოცემა L’Equipe-ი წერს.
გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებები მხარეებს შორის თითქმის დასრულებულია და ძალიან დიდი ალბათობით „ნეიმარი“ მშობლიური კლუბის მაისურს ისევ მოირგებს.
L’Equipe-ის ინფორმაციით, ნეიმარი და მამამისი შეუერთდებიან საინვესტიციო ფონდს და „სანტოსის“ მეწილეები გახდებიან. სწორედ ამ გზით აპირებს ბრაზილიური კლუბი ნეიმარისთვის უკეთესი ფინანსური პირობების შეთავაზებას და „ალ-ჰილალთან“ შეთანხმების მიღწევას.
ცნობისთვის, ნეიმარი „სანტოსის“ აღზრდილია, 2009-2013 წლებში კი „თევზების“ პირველ გუნდში თამაშობდა, სადაც 6 ტიტული მოიგო.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი „ალ-ჰილალს“ 2023 წელს შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ბრაზილიელს მხოლოდ 2 მატჩი აქვს ჩატარებული. „ალ-ჰილალთან“ მისი კონტრაქტი ზაფხულში იწურება.