ხვიჩა კვარაცხელია, ნასერ ალ-ხელაიფი
Aa
Aa

„ფანტასტიკური ფეხბურთელია“ | ალ-ხელაიფიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა

პარი სენ-ჟერმენის პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ ჯანლუკა დი მარციოს ინტერვიუ მისცა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ალ-ხელაიფი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და „კვარას“ ფანტასტიკური ფეხბურთელი უწოდა.

„ხვიჩა ფანტასტიკური ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, უფრო ძლიერები გავხდებით, მაგრამ მთავარი ვარსკვლავი კვლავინდებურად გუნდია, კვარაცხელია კი მისი ნაწილი იქნება“.

ხელაიფი „მანჩესტერ სიტისთან“ გამართულ შეხვედრასაც გამოეხმაურა, რომელიც პარიზელებმა 0:2-დან, 4:2 მოიგეს: „2011 წლის შემდეგ, საუკეთესო მატჩი იყო. შეხვედრის დაწყებამდე, ვიცოდით, რა სიტუაციაში ვიყავით და ვხვდებოდით, რომ სიკვდილ-სიცოცხლის თამაში იყო. 0:2-ს ვაგებდით და ასეთი მდგომარეობიდან ისეთი გუნდის დამარცხება, როგორიც სიტია, რომელსაც საოცარი ფეხბურთელები და მწვრთნელი ჰყავს, სიამაყის საფუძველია“.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი „პარი სენ-ჟერმენს“ რამდენიმე დღეა შეუერთდა და უდიდესი ალბათობით, სადებიუტო შეხვედრას „რეიმსთან“ გამართავს. მატჩი თბილისის დროით, 26 იანვარს არის ჩანიშნული და 00:05-ზე დაიწყება. ლუის ენრიკის თქმით, კვარაცხელია მოედანზე გასასვლელად მზადაა და პრობლემები არ აწუხებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მთავარი მოვლენა იქნება“ | როდის ბრუნდება რომან დოლიძე
„მთავარი მოვლენა იქნება“ | როდის ბრუნდება რომან დოლიძე