გიორგი მიქაუტაძე, ალექსანდრ ლაკაზეტი
Aa
Aa

Olympique-et-Lyonnais: მიქაუტაძე და ლაკაზეტი ერთმანეთს კარგად უგებდნენ

ფრანგული ვებგვერდი Olympique-et-Lyonnais ევროპის ლიგაზე „ფენერბაჰჩესა“ და „ლიონს“ შორის გამართულ მატჩს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ სტუმართა ქართველმა ფორვარდმა, გიორგი მიქაუტაძემ და კაპიტანმა, ალექსანდრ ლაკაზეტმა მოედანზე ერთად თითქმის ერთი ტაიმი გაატარეს და მათმა თამაშმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

რას წერს გამოცემა:

„როდესაც მიქაუტაძეს ეკითხებოდნენ ლაკაზეტთან ერთად თამაშზე, ის ამბობდა, რომ ეს კარგი იდეაა, რომელმაც შეიძლება გაამართლოს. თუმცა, ამის დასამტკიცებლად ან უარსაყოფად ხომ ჯერ მათი ერთად თამაში უნდა ვნახოთ?

სეზონის დაწყების შემდეგ მიქაუტაძე და ლაკაზეტი ერთმანეთს ცვლიდნენ, გამონაკლისი კი პიერ საჟმა აგვისტოში, „სტრასბურთან“ მატჩში დაუშვა. რომ არა მალიკ ფოფანას ტრავმა, შესაძლოა ახლაც „გენერალი“ მოედანზე სწორედ ქართველის ნაცვლად შევიდოდა. პიერ საჟმა სუფთა ფორვარდად მიქაუტაძე დატოვა, ლაკაზეტს კი „ცხრიანის“ სიახლოვეს თამაში სთხოვა.

მატჩის შემდეგ საჟმა განაცხადა, რომ მიქაუტაძე და ლაკაზეტი შესაძლოა ერთად კიდევ ათამაშოს.

„რა თქმა უნდა, ეს შეიძლება განმეორდეს. 4-2-3-1 სათამაშო სქემაში ეს მისაღები იყო და ლაკაზეტის გამოსვლა ფოფანას ტრავმამაც დააჩქარა. ამ დუეტმა შესაძლოა გაამართლოს. მართალია, გოლი ვერ გავიტანეთ, მაგრამ მათ თამაშს ერთმანეთის გვერდიგვერდ დადებითად შევაფასებდი. მათი ერთად თამაში სეზონის დაწყებისთანავე გვსურდა“.

„მიქაუტაძე და ლაკაზეტი ერთმანეთს კარგად უგებდნენ. ექნება თუ არა ამ იდეას გაგრძელება - ამას კვირას, „ნანტის“ წინააღმდეგ მატჩში ვიხილავთ“ , - წერს გამოცემა.

ცნობისთვის, ევროპა ლიგის მე-7 ტურში „ლიონი“ სტამბოლში „ფენერბახჩეს“ ესტუმრა და ფრედ 0:0 ითამაშა.

აქვე გეტყვით, რომ მიქაუტაძეს „ლიონში“ მიმდინარე სეზონში 26 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 8 გოლი და 1 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ნდობის პრინციპები დაარღვია“ | კავაზაშვილმა კვარაცხელია გააკრიტიკა
„ნდობის პრინციპები დაარღვია“ | კავაზაშვილმა კვარაცხელია გააკრიტიკა