გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

სათადარიგოსთვის ძვირი ღირს - საფრთხე ალისონს მამარდაშვილისგან

„ლივერპულიდან“ წასვლის წინ, იურგენ კლოპმა ალისონ ბეკერზე განაცხადა, რომ ბრაზილიელი არამხოლოდ ინგლისის პრემიერ ლიგის, არამედ მსოფლიოს საუკეთესო მეკარე იყო. იგივე განაცხადა არნე სლოტმა მასზე 10 დეკემბერს, სტუმრად „ჟირონასთან“ (0:1) მოგებული თამაშის შემდეგ, სადაც ბეკერმა ხუთი დასამახსოვრებელი სეივი შეასრულა, თუმცა, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და შესაბამისად, სამხრეთ ამერიკელის პოზიციები შეირყა, რაზეც  Whoscored.com-ზე გამოქვეყნებული სტატიაც მეტყველებს.

რას წერენ ალისონზე

ვერ ვიტყვით, რომ შეცდომებს უშვებს, მაგრამ სტატისტიკა მაინცდამაინც მის სასარგებლოდ არ მეტყველებს. ტრავმისგან გამოჯანმრთელების შემდეგ გამართული 10 მატჩიდან საკუთარი კარი მშრალად მხოლოდ სამ შემთხვევაში შეინახა, გაუშვა ჯამში 11 ბურთი.

საშუალო შეფასება ალისონს (6,82) მის დუბლიორ კაიომჰინ კელეჰერზე (6,61) უკეთესი აქვს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ირლანდიელმა ისეთ ძლიერი მოწინააღმდეგებისგან არ გაუშვა გოლი, როგორებიც „ლაიპციგი“, „ლევერკუზენი“, „ასტონ ვილა“, „მანჩესტერ სიტი“ და „რეალია“.

ამას ემატება გიორგი მამარდაშვილის ფაქტორი, რომელიც „ლივერპულმა“ „ვალენსიადან“ ისეთ თანხად შეიძინა, რომ სათადარიგოობისთვის ძვირია. ასე რომ, ბრაზილიელი მეკარის პოზიციები, რომელსაც კონტრაქტი 2027 წელს უსრულდება, „ლივერპულში“ არცთუ ისე მყარი იქნება.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილი ამჟამად იჯარის წესით „ვალენსიაში“ ასპარეზობს, ხოლო „წითლებს“ 2025 წლის ივლისიდან შეუერთდება და პრემიერ ლიგის გრანდთან ერთად, ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგება.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას რთული გამოცდა ელის - ცნობილია სამეფო თასის 1/4-ფინალური წყვილები
მამარდას რთული გამოცდა ელის - ცნობილია სამეფო თასის 1/4-ფინალური წყვილები