სტივ კინი
Aa
Aa

მწვრთნელობიდან დირექტორობამდე - კინის ახალი სტატუსი ტორპედოში

სტივ კინი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგა, ამიერიდან ქუთაისის საფეხბურთო კლუბის სპორტულ დირექტორად იმუშავებს. ახალ თანამდებობაზე გამოცდილი საფეხბურთო სპეციალისტი გუნდის პრეზიდენტმა, დავით კერესელიძემ წარადგინა.

მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას, კინმა მწვრთნელის პოზიციაზე გატარებული 20 თვე მის კარიერაში როგორც ძალიან საინტერესო და გამოწვევებით აღსავსე პერიოდად მოიხსენია. ახალ პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შეეცდება „ტორპედოს“ სტრუქტურულ და ეკონომიკურ განვითარებაში მაქსიმალურად ჩაერთოს, პრიორიტეტული კი აკადემიის განვითარება და ახალგაზრდებთან მუშაობაში ინოვაციური მიდგომების ჩამოყალიბება იქნება.

შეგახსენებთ, რომ Crystalbet ეროვნული ლიგის გასული სეზონის ვიცე-ჩემპიონის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ჯერჯერობით არ გარკვეულა, თუმცა მოლაპარაკებები რამდენიმე უცხოელ სპეციალისტთან მიმდინარეობს.

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
Crystalbet ეროვნული ლიგის MVP ტორპედოში - ქუთაისელებმა კოხრეიძე დაიმატეს
Crystalbet ეროვნული ლიგის MVP ტორპედოში - ქუთაისელებმა კოხრეიძე დაიმატეს