„მთავარი მოვლენა იქნება“ | როდის ბრუნდება რომან დოლიძე
რომან დოლიძე UFC-ის ოქტაგონს უბრუნდება. „კავკასიელმა“ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც საკუთარ გეგმებზე ისაუბრა. დოლიძის თქმით, მან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა და მარტში იჩხუბებს.
„სალამი მეგობრები. ახლახან ღონისძიების მთავარი მოვლენის კონტრაქტს მოვაწერე ხელი. ძალიან ბედნიერი და მადლიერი ვარ, რომ UFC-იმ ზუსტად ეს ორთაბრძოლა მომცა. მარტში შევხვდებით“.
View this post on Instagram
მარტში, UFC-ის 5 ღონისძიებაა ჩანიშნული. მათგან ოთხის მთავარი მოვლენის მონაწილეების ვინაობა ცნობილია. ერთადერთი, რომელსაც გამორჩეული ორთაბრძოლა არ აქვს, თბილისის დროით, 16 მარტს ჩანიშნული UFC Fight Night 254-ია და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დოლიძე ამ ღონისძიების მთვარი მოვლენის მონაწილე იქნება.
შეგახსენებთ, რომ დოლიძეს ზედიზედ ორი გამარჯვება აქვს. 2024 წელს, მან სამი ჩხუბი გამართა და ნასურდინ იმავოვთან მარცხის შემდეგ, ენტონი სმიტსა და კევინ ჰოლანდს მოუგო. სავარაუდოდ, მისი მეტოქის ვინაობა ძალიან მალე გაირკვევა.