მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი, ჩეილ სონენი
Aa
Aa

„მეგონა, გამარჯვებულად უმარს დაასახელებდნენ“ - ჩეილ სონენი

UFC-ის ყოფილმა მებძოლმა და დიდების დარბაზის წევრმა, ჩეილ სონენმა მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ჩხუბი შეაფასა, რომელიც „მანქანის“ გამარჯვებით დასრულდა.

ჩეილ სონენი:

„მეგონა, უმარმა ეს ჩხუბი მოიგო. როდესაც გამარჯვებულად მერაბ დვალიშვილი გამოაცხადეს, მეგონა, რომ გულშემატკივრების უმეტესობა სტვენას დაიწყებდა, მაგრამ უმცირესობაში აღმოვჩნდი“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ჩხუბი 19 იანვარს, UFC 311-ზე გაიმართა. „მანქანამ“ ნურმაგომედოვს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია და სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული პირველად დაიცვა.

ბრძოლის შემდეგ როგორც ნურმაგომედოვმა, ისე მისმა მწვრთნელმა ხავიერ მენდესმა განაცხეს, რომ მსაჯებმა უსამართლო გადაწყვეტილება მიიღეს და რომ გამარჯვებას სწორედ რუსი მებრძოლი იმსახურებდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„სატიტულო ჩხუბი მან დაიმსახურა...“ | ალჯო მერაბის მომდევნო მეტოქეზე
„სატიტულო ჩხუბი მან დაიმსახურა...“ | ალჯო მერაბის მომდევნო მეტოქეზე