კორი სენდჰეგენი
Aa
Aa

ომალი-დვალიშვილის რემატჩი საჭირო არ არის - სენდჰეგენმა შუგა გამოიწვია

უკანასკნელი დღეების მანძილზე კორი სენდჰეგენი როგორც სოციალურ ქსელში, ასევე მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას საკმაოდ აქტიურია. 32 წლის ამერიკელმა მებრძოლმა ჯერ საჯაროდ განაცხადა, რომ სუპემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონ მერაბ დვალიშვილთან ჩხუბი სურს, რადგან სწორედ მას აქვს ისეთი სტილი, რომლითაც ქართველი „მანქანის“ დამარცხებას შეძლებს. ახლა კი, როგორც ჩანს, სურვილები შეეცვალა და შონ ომალი გამოიწვია.

რას ამბობს სენდჰეგენი

ომალი-დვალიშვილის რემატჩი არავის სჭირდება. „შუგა“ პირველ ბრძოლაში ქართველმა სცემა და მეორეშიც იგივე ელის. ვფიქრობ, შერეული ორთაბრძოლების თითოეული მოყვარულისთვის გაცილებით უფრო საინტერესო ჩემი და ომალის დაპირისპირება იქნება. შონს მოსამზადებლად რამდენ დროსაც უნდა იმდენს მივცემ, უბრალოდ ძალიან მოვიწყინე და მასთან ჩხუბი მჭირდება.

კორი სენდჰეგენი, რომელიც სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში მეოთხე ადგილზეა, ოქტაგონზე ბოლოს აგვისტოში გავიდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით უმარ ნურმაგომედოვთან დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ასეთ ტალანტს 50 წელიწადში ერთხელ ვხედავთ“ | მასვიდალი თოფურიას აქებს
„ასეთ ტალანტს 50 წელიწადში ერთხელ ვხედავთ“ | მასვიდალი თოფურიას აქებს