საბატინი: ნაპოლი კვარას გარეშეც ძლიერი გუნდია
ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო სპეციალისტმა და „რომას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ვალტერ საბატინიმ რადიო Kiss Kiss Napoli-ს ეთერში ხვიჩა კვარაცხელიაზე ილაპარაკა.
„ნაპოლი რჩება კონკურენტუნარიანი, ხვიჩას გარეშეც კი. გუნდში არის ნერეში და კიდევ სხვა მოთამაშეები. ეს გუნდი თავისი გზით წავიდა და მისი დამარცხება რთულია“ - თქვა საბატინიმ.
მან ასევე „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს მუშაობა შეაფასა.
„კონტემ თავის მოთამაშეებს მენტალიტეტი, სიამაყე გადასცა და აჩვენა, რომ „ნაპოლი“ დიდებული გუნდია, რომელიც თავის მაღალ დონეს ამტკიცებს“, -აღნიშნა საბატინიმ.
ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში ცოტა ხნის წინ „ნაპოლიდან“ გადავიდა. პარიზულ კლუბს მისი ტრანსფერი 70 მილიონი ევრო დაუჯდა. დიდი ალბათობით, პსჟ-ში ხვიჩას დებიუტი 25 იანვარს, „რეიმსის“ წინააღმდეგ შედგება.