ილია თოფურია, ხორხე მასვიდალი
Aa
Aa

„ასეთ ტალანტს 50 წელიწადში ერთხელ ვხედავთ“ | მასვიდალი თოფურიას აქებს

UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა, ხორხე მასვიდალმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. „გეიმბრედი“ „ელ მატადორს“ ძალიან კარგად იცნობს და წლების წინ, როცა ქართველი მებრძოლი სცენაზე ახალი გამოჩენილი იყო, ვარაუდობდა, რომ დიდ წარმატებას მიაღწევდა.

მასვიდალმა ილიას მისამართით, საქებარი სიტყვები არც ამჯერად დაიშურა და განაცხადა: „დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდი, რომ ილია თოფურია მსოფლიო ჩემპიონი გახდებოდა. ერთადერთი, რაც არ ვიცოდი, იყო ის, ვოლკანოვსკისა და ჰოლოუეის ასე რომ დააფინიშებდა. მას აქვს ტალანტი, რომლის მსგავსსაც 50 წელიწადში ერთხელ ვხედავთ.

ჩხუბის ტექნიკური სტილი და ბუნებრივი უნარები, საშუალებას მისცემს, მსუბუქ წონით დივიზიონში ავიდეს და კარგ მებრძოლებს კონკურენცია გაუწიოს. ამ წონისთვის პატარა იქნება, მაგრამ აქვს იარაღები, რომლებიც შორს წასვლაში დაეხმარებიან“.

შეგახსენებთ, რომ მასვიდალს UFC-ის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ნოკაუტი აქვს გაფორმებული და ბენ ასკრენი 5 წამში დააფინიშა. მას ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვისაც უჩხუბია, მაგრამ კამარუ უსმანთან ორჯერ დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თავში მუშტი დამარტყა, შემდეგ ფული შემომთავაზა“ - ოსიმენი ჟურნალისტს თავს დაესხა
„თავში მუშტი დამარტყა, შემდეგ ფული შემომთავაზა“ - ოსიმენი ჟურნალისტს თავს დაესხა