„კვარა მზადაა, ის დინამიკაშია“ - ლუის ენრიკე რეიმსთან მატჩის წინ
ლუის ენრიკემ „რეიმსთან“ გასამართი მატჩის წინ, პრესასთან ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დასმულ კითხვებსაც უპასუხა.
„როდესაც ყიდულობ ფეხბურთელს, ეს იმიტომ ხდება, რომ გჯერა, ის გუნდს გააუმჯობესებს. არ ვიცი როდის დაიწყებს ხვიჩა თამაშს, ეს ვარჯიშზეა დამოკიდებული. ეს ძალიან რთულია გუნდის სათამაშო დონიდან გამომდინარე. როდიდან დაიწყებს ის თამაშს? ეს არ არის მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ კვარა ჩვენთან არის და დინამიკაშია.
ფიზიკურად ის თავს ძალიან კარგად გრძნობს, ვარჯიშებზე უკვე ვნახეთ და არანაირი პრობლემა არ აქვს. კვარა მზადაა.
კვარაცხელია და ბარკოლა? შეტევაში შვიდი მოთამაშე მყავს, რომლებთაგან რამდენიმე კომბინაციის გაკეთება შემიძლია. ჩვენ უნდა დავინახოთ ორგანიზებული და სინქრონული თამაში შეტევასა და დაცვაში.
რას ველი ხვიჩასგან? მისი მახასიათებლები ადაპტირებულია ჩვენს სათამაშო სტილთან. ჩვენ ვეძებთ ფეხბურთელის თანდაყოლილ თვისებებს მათ გასაუმჯობესებლად. ის კართან რაც შეიძლება ხშირად უნდა იყოს, რომ დარტყმა შეძლოს. ვფიქრობ, რასაც ის გუნდს მოუტანს, დადებითი იქნება“.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი 25 იანვარს (23:55), პარიზში „რეიმსის“ წინააღმდეგ შედგება.
იქამდე კი, თუ გსურთ გაიგოთ რა გეგმები აქვს ლუის ენრიკეს კვარას მიმართ, შეგიძლიათ „ცრუ ცხრიანის“ ახალ ეპიზოდს უყუროთ.
კვარას როლი და პოზიცია - როგორ თამაშობს პსჟ? სტუმრად Geo Team-ი.