„ბატკანი ლომად იქცა - ბარკოლა და კვარა: კონკურენტები, თუ...“
ფრანგული პრესა პსჟ-სა და „მანჩესტერ სიტის“ მატჩის შემდეგ, ლუის ენრიკეს გუნდის შესახებ აქტიურად წერს.
le10sport-ის ცნობით, მთავარი მოლოდინი ბრედლი ბარკოლასა და ხვიჩა კვარაცხელიას კონკურენცია იქნება. ან შესაძლოა სასტარტოში ორივე მათგანი ერთდროულად ვიხილოთ.
L'Équipe კი წერს, რომ ბარკოლა გაოგნებული იყო, როდესაც კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ შეიტყო.
„ოთხშაბათს ღამით ბატკანი ლომად იქცა. 2023 წელს პსჟ-ში გადასული ბრედლი ბარკოლა, თავიდან ცოტათი უფრო მორიდებული და რბილი მოთამაშე იყო, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის მატჩების დროს. მაგრამ ბარკოლამ მანჩესტერ სიტისთან დაამტკიცა, რომ მას შეუძლია იყოს გუნდისთვის ის ნაპერწკალი, პარიზელებს ამ სახის შეხვედრებში სჭირდებოდათ.
22 წლის ფეხბურთელმა სიტის წინააღმდეგ გადამწყვეტი როლი შეასრულა, თუმცა მას ამიერიდან ძალისხმევის გაორმაგება მოუწევს. გუნდში ხვიჩა კვარაცხელია მივიდა, რომელიც ზუსტად ბარკოლას პოზიციაზე თამაშობს.
როგორც L'Équipe გვეუბნება, ბარკოლა გაოგნებული დარჩა, როდესაც კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ შეიტყო. ახლა გასარკვევი რჩება ის, თუ რა სურს ლუის ენრიკეს - ხვიჩასა და ბრედლის შორის კონკურენციის გაზრდა, თუ ორივე მათგანს ერთდროულად გამოიყენებს“.
- წერს ფრანგული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი 25 იანვარს (23:55), პარიზში „რეიმსის“ წინააღმდეგ შედგება.
იქამდე კი, თუ გსურთ გაიგოთ რა გეგმები აქვს ლუის ენრიკეს კვარას მიმართ, შეგიძლიათ „ცრუ ცხრიანის“ ახალ ეპიზოდს უყუროთ.
კვარას როლი და პოზიცია - როგორ თამაშობს პსჟ? სტუმრად Geo Team-ი.