იანიკ სინერი
Aa
Aa

სინერმა მოიგო - AUS open-ის ფინალში ის ზვერევს დაუპირისპირდება

ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი, იანიკ სინერი ფინალში გავიდა. იტალიელი ჩოგბურთელი ნახევარფინალში ამერიკელ ბენ შელტონს დაუპირისპირდა, რომელიც ATP-ის რეიტინგში 21-ე ნომერია.

მატჩი 2 საათსა და 37 წუთს გაგრძელდა და ანგარიშით 7:6, 6:2, 6:2 დასრულდა.

AUS open-ის ფინალში 23 წლის სინერი გერმანელ ალექსანდრ ზვერევს დაუპირისპირდება. ეს უკანასკნელი ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდა, რომელიც თამაშს ტრავმის გამო ჩაეხსნა.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ღია პირველობა 12 იანვარს დაიწყო და 26 იანვარს დასრულდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 59,7 მილიონი დოლარია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მოგება სამ სეტში - ბასილაშვილი მომდევნო ეტაპზეა
მოგება სამ სეტში - ბასილაშვილი მომდევნო ეტაპზეა