18 წლის ქართველი თურქულ კლუბში | გაბისონიამ 3,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
საქართველოს რანგით მე-4 ლიგაში აღზევებული „არაგველებიდან’’ თურქულ „ქოჯაელში’’ 18 წლის ქართველი ფეხბურთელი დიმა გაბისონია გადავიდა.
CrystalSport-ის ცნობით, დიმა სამი თვეა თურქულ კლუბში ვარჯიშობს, საბუთების საკითხი ახლახან მოგვარდა და კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
როგორც თურქული გამოცემა Ozgurkocaeli წერს, „ქოჯაელის'' აკადემიის მენეჯერი აიდუნ გიუნაიდინი დემეტრეს დაახლოებით 1 წელი აკვირდებოდა.
თურქული კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფეხბურთელმა კლუბთან 3,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა (1-წლიანი ოფცია). მიმდინარე სეზონის ბოლომდე დიმა „ქოჯაელის’’ 19-წლამდე გუნდში ითამაშებს.
დიმა ამპლუით მცველია, მას ორივე ფლანგზე შეუძლია შეუძლია, უფრო ხშირად მარჯვენა მცველის პოზიციაზე აყენებდნენ.
საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებიდან მიწვევა არ ჰქონია.
Geo Scout-მა დიმა გაბისონიას თამაშის ვიდეო გამოაქვეყნა.
„ქოჯაელის’’ მთავარი გუნდი თურქეთის პირველ ლიგას ლიდერობს და სუპერ ლიგაში აღზევების მთავარი კანდიდატია. პირველ გუნდში გიორგი ბერიძე თამაშობს, რომელიც მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას დიდი ალბათობით კლუბს შეიცვლის.