ლუკა ლაცაბიძე
Aa
Aa

„ყველაზე დიდი პროგრესი აქვს“ - მწვრთნელი ლაცაბიძეს აქებს

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებისა და ოდესის „ჩერნომორეცის“ ცენტრალური მცველი ლუკა ლაცაბიძე პროგრესს განაგრძობს, რაზეც გუნდის მთავარ მწვრთნელი ოლეკსანდრ ბაბიჩი საუბრობს.

„ჩვენს გუნდში იჯარით 6 ფეხბურთელი თამაშობს და მინდა ვთქვა, რომ მათ შორის ყველაზე დიდი პროგრესი ლაცაბიძეს აქვს. თავიდან მას უკრაინის ჩემპიონატისთვის ალღოს აღება უჭირდა, გამოცდილება არ ჰქონდა და ფიზმომზადების მხრივ სამუშაო იყო. ჩვენ მასთან წავიმუშავეთ და საბოლოოდ, ლუკამ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად 120 წუთი ითამაშა.

როდესაც ფიზიკურად მზად ხარ, ასევე ფუნქციურად, შენ ამ დროს მოედანზე გაცილებით მარტივად აზროვნებ და რთულ სიტუაციებში გაუაზრებლად აღარ მოქმედებ. ჩემს გუნდში ბურთთან მუშაობით ლაცაბიძე და სიგაევი გამოირჩევიან“.

- ციტირებს ბაბიჩის სიტყვებს ukrfootball-ი.

ლუკა ლაცაბიძე დონეცკის „შახტარის“ საკუთრებაა და „ჩერნომორეცში“ სეზონის ბოლომდე იჯარით თამაშობს.

20 წლის ლაცაბიძემ მიმდინარე სეზონში უკვე 11 მატჩი ჩაატარა. ბოლო 4 მატჩი კი შეუცვლელად ითამაშა.

„ჩერნომორეცი“ უკრაინის ჩემპიონატში 17 ტურის შემდეგ, 12 ქულით ბოლოსწინა მე-15 პოზიციაზე იმყოფებიან. უკრაინაში სეზონი თებერვლის ბოლოს განახლდება. ლაცაბიძის გუნდი 22 თებერვალს სტუმრად „კოლოსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ჯერ ვარსკვლავი არაა | პაულეტა კვარას წარმატებაში დარწმუნებულია
ჯერ ვარსკვლავი არაა | პაულეტა კვარას წარმატებაში დარწმუნებულია