ადესანია დრიკუს დუ პლესის გამარჯვებას ვარაუდობს
UFC-ის საშუალო წონის ყოფილმა ჩემპიონმა და ამავე ორგანიზაციის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მებრძოლმა, ისრაელ ადესანიამ დრიკუს დუ პლესისა და შონ სტრიკლენდის რევანშზე ილაპარაკა, რომელიც რამდენიმე დღეში გაიმართება.
როგორც ადესანია მიიჩნევს, ამ ორთაბრძოლაში მოქმედი ჩემპიონი მოიგებს.
„მგონია, რომ ამ ჩხუბში დრიკუს დუ პლესი მოიგებს. ვფიქრობ, ეს ბრძოლა ისეთივე კონკურენტული იქნება, როგორც მათი პირველი ჩხუბი. თუმცა სრულიად მოსალოდნელია, რომ დრიკუსმა მოწინააღმდეგე წაიკითხა და ამჯერად გაცილებით უფრო დამაჯერებლად მოიგებს. ორივე მებრძოლისთვის ეს მძიმე ჩხუბი იქნება, თუმცა მე დრიკუსს ვამჯობინებ“, -თქვა ადესანიამ.
შეგახსენებთ, რომ დუ პლესისა და სტრიკლენდის რევანში 8 თებერვალს, ავსტრალიაში, UFC 312-ზე გაიმართება.
მათი პირველი ჩხუბი გასული წლის იანვრის ბოლოს, UFC 297-ზე შედგა და დუ პლესმა სტრიკლენდი 5 რაუნდის შემდეგ, არბიტრების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა.