ნაპოლის გარდა, გარნაჩოს ყიდვა ჩელსისაც სურს
„ჩელსი“ მანჩესტერ იუნაუტედთან“ ალეხანდრო გარნაჩოს ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ ცნობილმა ბრიტანელმა სატრანსფერო ექსპერტმა და ჟურნალისტმა, ბენ ჯეიკობსმა დაწერა.
მისი თქმით, 20 წლის არგენტინელი ვინგერის საწყისი ღირებულება 70 მილიონი ევროა. ამასთან, მან „არისტოკრატებში“ გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარნაჩოს მიმართ ინტერესს „ნაპოლიც“ იჩენს, ის გუნდში ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელად კი მოიაზრება, თუმცა „წითელი ეშმაკების“ მოთხოვნა „ნაპოლისთვის“ საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა.
ამ სეზონზე, გარნაჩომ პრემიერ ლიგაზე 33 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 5 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 50 მილიონი ევროა.