საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

Sky Sport: იუვენტუსმა შესაძლოა გოგლიჩიძე იანვარში დაიმატოს

„ემპოლის“ 20 წლის ქართველ მცველზე საბა გოგლიჩიძეზე იტალიაში დიდი მოთხოვნაა. როგორც უკვე ცნობილია, საქართველოს ნაკრების უკანახაზელით „მილანი“, „იუვენტუსი“, „ინტერი“ და „ატალანტა“ ინტერესდებიან. ბოლო ცნობებით კი ყველაზე მეტად „ბებერი ქალბატონი“ აქტიურობს.

Sky Sport-ის იტალიური ბიუროს ცნობით, ტურინელებმა შესაძლოა გოგლიჩიძე იანვრის ბოლომდე გაიფორმონ.

„ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, შესაძლოა ტურინელებმა რენატო ვეიგას შემდეგ, კიდევ ორი გარიგება დახურონ. აქედან ერთ-ერთი კი საბა გოგლიჩიძეა. არის იმის ალბათობა, რომ იანვრის ბოლოს, ფანჯრის დახურვამდე გარიგება შედგეს“.

Transfermarkt-ის მონაცემებით, გოგლიჩიძის ამჟამინდელი ღირებულება 8 მილიონი ევროა.

როგორც კრისტალსპორტისთვის გახდა ცნობილი, საბას წარმომადგენლები უახლოეს დღეებში იტალიაში გაემგზავრებიან და მოლაპარაკებების გადამწყვეტი ფაზაც დაიწყება. სწორედ ამ დღეებში გახდება ცნობილი, თუ სად გააგრძელებს კარიერას 20 წლის ქართველი მცველი.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში გოგლიჩიძემ უკვე სერია A-ში 18 მატჩის ჩატარება შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მორიგ გარიგებასაც ეყრება საფუძველი“ - კვარა-ოსიმენის დუეტს ისევ ვიხილავთ?
„მორიგ გარიგებასაც ეყრება საფუძველი“ - კვარა-ოსიმენის დუეტს ისევ ვიხილავთ?