ნოვაკ ჯოკოვიჩი, ალექსანდრ ზვერევი
Aa
Aa

ტრავმის გამო, ჯოკოვიჩი ავსტრალიის პირველობას ნახევარფინალში ჩაეხსნა

დიდი სლემის ტურნირების 24-გზის გამარჯვებული, ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობას ჩაეხსნა. ამის მიზეზი ტრავმა გახდა.

ნახევარფინალში სერბი ჩოგბურთელის მეტოქე, გერმანელი ალექსანდრ ზვერევი იყო. ნოლე პირველ სეტში 6:7 დამარცხდა, რის შემდეგაც მან მარცხენა ბარძაყის ტკივილის გამო, თამაში შეწყვიტა.

ტურნირის ფინალში ზვერევის მეტოქე ბენ შელტონსა და იანიკ სინერს შორის გამარჯვებული იქნება.

ავსტრალიის ღია პირველობა 12 იანვარს დაიწყო და 26 იანვარს დასრულდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 59,7 მილიონი დოლარია. მისი მოქმედი ჩემპიონი იტალიელი იანიკ სინერია.

შეგახსენებთ, რომ კარიერის მანძილზე დიდი სლემის ტურნირების რეკორდსმენ ჯოკოვიჩს 10-ჯერ ავსტრალიის ღია პირველობა, 3-ჯერ როლან გაროსი, 7-ჯერ უიმბლდონი და 4-ჯერ ამერიკის ღია პირველობა აქვს მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
დიდებული დომინირება - ჯოკოვიჩმა ავსტრალიაში ალკარასს მოუგო
დიდებული დომინირება - ჯოკოვიჩმა ავსტრალიაში ალკარასს მოუგო