ლაშა ოდიშარია
Aa
Aa

რატომ ვარტყამდით ხშირად შორიდან? - ოდიშარიას გუნდელის კომენტარი

ლატვიურმა რფს-მა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, ევროპა ლიგაზე ამსტერდამის „აიაქსს’’ 1:0 მოუგო. ამ მატჩში რფს-სთვის ქართველმა ფეხბურთელმა ლაშა ოდიშარიამ მარცხენა „ვინგბექის’’ პოზიციაზე 90 წუთი ითამაშა.

თამაშის შემდეგ რფს-ის მარჯვენა „ვინგბექმა'' რობერტს სავალნიეკსმა განმარტა, თუ რატომ ჰქონდათ შორიდან დარტყმის ხშირი მცდელობები. ერთხელ შორიდან ლაშა ოდიშარიამ დაარტყა, თუმცა არაზუსტად.

„რატომ ვარტყამდით ხშირად შორიდან? ალბათ, მე და ლაშას (ოდიშარიას) დარტყმის უკეთესი შესაძლებლობები უნდა მოგვეძებნა, მაგრამ ჩვენი ამოცანა ის იყო, რომ შეტევა ყოველთვის დაგვესრულებინა, რადგან „აიაქსი’’ კონტრშეტევაზე ხშირად გადადის, როცა მეტოქე ბურთს კარგავს’’’.

22 წლის ლაშა ოდიშარია ერთი წელია ლატვიურ კლუბში თამაშობს. ევროპა ლიგის მიმდინარე სეზონში ძირითად ეტაპზე შვიდივე მატჩი სასტარტოდან დაიწყო და 1 გოლი „გალათასარაის'' გაუტანა. ამპლუით მარჯვენა გარემარბი ევროპა ლიგის მიმდინარე სეზონში ხშირად განსხვავებულ პოზიციაზე, მარცხენა „ვინგბექად'' თამაშობს.

როგორც Sofascore-ს სტატისტიკაში ვკითხულობთ, ოდიშარიამ მინდორზე 15-დან 7 ორთაბრძოლა მოიგო, მეორე სართულზე 1 დუელი ჰქონდა და დათმო. ბურთთან 57 შეხება ჰქონდა, 21-დან 16 პასი ზუსტად შეასრულა. დრიბლინგის 5 მცდელობიდან 3 წარმატებული იყო. ერთ არაზუსტ დარტყმასთან ერთად მის ანგარიშზე 1 საკვანძო პასია.

ევროპა ლიგაზე 36 გუნდს შორის რფს 5 ქულით 30-ე ადგილზეა, საუკეთესო 24 გუნდს შორის მოხვედრის თეორიული შანსი დაკარგული აქვს, დასკვნით ტურში კიევის „დინამოს'' ესტუმრება (30 იანვარი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისტორიული გამარჯვება - ოდიშარიასა და სილაგაძის RFS-მ აიაქსი დაამარცხა
ისტორიული გამარჯვება - ოდიშარიასა და სილაგაძის RFS-მ აიაქსი დაამარცხა