თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია
Aa
Aa

შენგელია თავის გუნდში საუკეთესო იყო - ვირტუს ბოლონია მონაკოსთან დამარცხდა

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ ევროლიგაზე „მონაკოს“ უმასპინძლა და 80:86 დამარცხდა.

შეხვედრა მასპინძლების უპირატესობით დაიწყო და პირველი სამი მეოთხედის შემდეგ, იტალიელები 6 ქულით წინ იყვნენ, თუმცა დასკვნითი მეოთხედი „მონაკომ“ 30:18 მოიგო.

შენგელია სასტარტოში იყო და თავის გუნდში საუკეთესოც გახლდათ: 24:23 წუთი, 15 ქულა, 5 მოხსნა, 3 გადაცემა.

„მონაკოს“ რიგებში და ზოგადად შეხვედრაში MVP მაიკ ჯეიმსი გახლდათ, რომელმაც 24 ქულა, 7 მოხსნა და 4 გადაცემა მიითვალა. მის გარდა მინიმუმ 10 ქულა ხუთმა კალათბურთელმა ჩააგდო, რაც შეხვედრაში გადამწყვეტი გამოდგა.

„მონაკო“ 14 მოგებითა და 9 წაგებით მესამე ადგილზეა და ლიდერთა შორისაა. „ვირტუს ბოლონია“ კი 7 მოგებითა და 16 მარცხით მე-16 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უესტბრუკზე და ჰარდენზე წინ - იოკიჩის უნიკალური რეკორდი
უესტბრუკზე და ჰარდენზე წინ - იოკიჩის უნიკალური რეკორდი