ლაშა ოდიშარია, ლუკა სილაგაძე
Aa
Aa

ისტორიული გამარჯვება - ოდიშარიასა და სილაგაძის RFS-მ აიაქსი დაამარცხა

ევროპა ლიგის მე-7 ტურში ლაშა ოდიშარიასა და ლუკა სილაგაძის RFS-მ ამსტერდამის „აიაქსს“ უმასპინძლა და ისტორიული პირველი გამარჯვება მოიპოვა - 1:0.

შეხვედრა თავიდან ბოლომდე სტუმრების უპირატესობით წარიმართა, რაც ციფრებშიც გამოიხატა, თუმცა ტაბლოზე არ ასახულა. ყველაფერი კი მეორე ნახევარში 78-ე წუთზე გადაწყდა, როცა ფინელმა ადამ მარხიევმა მეტოქის უზუსტობით ისარგებლა, პასი ჩაჭრა და საჯარიმოს გარედან ზუსტი დარტყმით გაიტანა.

რაც შეეხება ქართველ ლეგიონერებს, ლუკა სილაგაძეს ამჯერად არ უთამაშია და თადარიგში დარჩა. ლაშა ოდიშარია კი ტრადიციულად ძირითადში იყო, 90 წუთიც ითამაშა. ქართველი მარცხენა ვინგბექის პოზიციაზე მოქმედებდა და ერთ-ერთი საუკეთესოც გახლდათ. მან შეფასების სახით 7.5 მიიღო.

RFS-სთვის ეს ევროტურნირებზე მოპოვებული ისტორიული პირველი გამარჯვებაა. ამ მოგების შემდეგ, ლატვიურ კლუბს 5 ქულა აქვს და 30-ე პოზიციაზე იმყოფება. ფლეი-ინში მოხვედრის შანსი სამწუხაროდ აღარ აქვთ.

ბოლო ტურის შეხვედრას ქართველების გუნდი 30 იანვარს, სტუმრად კიევის „დინამოსთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო - ლიონის ფრე ფენერბახჩესთან
მიქაუტაძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო - ლიონის ფრე ფენერბახჩესთან