ვიქტორ ოსიმენი, გალათასარაი
Aa
Aa

„თავში მუშტი დამარტყა, შემდეგ ფული შემომთავაზა“ - ოსიმენი ჟურნალისტს თავს დაესხა

თურქი ჟურნალისტი ირწმუნება, რომ „გალათასარაის“ ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა მას დაარტყა, შემდეგ კი ინციდენტის გაუთქმელობის სანაცვლოდ ფული შესთავაზა.

გაზეთ Posta-ს რეპორტიორმა თოღლუ ბოზდუმანმა თქვა, რომ მას ოსიმენთან კონფლიქტი მოუვიდა. ღამის კლუბიდან გამოსვლის დროს, ჟურნალისტი ფეხბურთელს ფოტოებს უღებდა, რა დროსაც ნიგერიელი მას თავს დაესხა.

„მე და ჩემმა სამმა კოლეგამ კლუბიდან გამოსვლის დროს ოსიმენს ფოტოები გადავუღეთ. ყველაფერი იმ მომენტში დაიწყო. ის ჩემკენ ყვირილით გამოვარდა, სცადა ჩემთვის კამერა წაერთვა, მაგრამ ხელი არ გავუშვი. შემდეგ თავში მუშტი დამარტყა, რასაც გინება მოჰყვა.

ამის შემდეგ, მან მითხრა: „კადრები გაანადგურე და ფულს მოგცემ“. უარი, რომ ვუთხარი, დამემუქრა: „გაგანადგურებთ“.

- ამბობს Posta-ს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ ოსიმენი „ნაპოლიდან“ იჯარით „გალათასარაიში“ თამაშობს. თურქეთის ჩემპიონატის 14 მატჩში მან 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო - ლიონის ფრე ფენერბახჩესთან
მიქაუტაძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო - ლიონის ფრე ფენერბახჩესთან