გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო - ლიონის ფრე ფენერბახჩესთან

ევროპა ლიგის მე-7 ტურში „ლიონი“ სტამბოლში „ფენერბახჩეს“ ესტუმრა და ფრედ 0:0 ითამაშა.

გამარჯვება უფრო მეტად თურქებს სჭირდებოდათ, „ლიონს“ კი ქულა აწყობდა.

რაც შეეხება მიქაუტაძეს, ჟორჟმა მატჩი ძირითადში დაიწყო და ორივე გუნდის რიგებში ყველაზე აქტიურიც იყო. მწვავე მომენტების უმრავლესობაც მან შექმნა და გოლთან, ასევე საგოლე გადაცემასთანაც ახლოს იყო.

საბოლოოდ, პიერ საჟმა მიქაუტაძე 79-ე წუთზე შეცვალა. ამის შემდეგ შეხვედრაში ბევრი არაფერი შეცვლილა. „ლიონმა“ 14 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფება.

მიქაუტაძის გუნდი 30 იანვარს ევროპა ლიგის ბოლო ტურში „ლუდოგორეცს“ უმასპინძლებს და სამი ქულის მოპოვება წესით არ უნდა გაუჭირდეთ, რაც ფრანგებს პირველ რვა პოზიციაზე ადგილს გაუნაღდებს, რომელიც პლეი-ოფში პირდაპირ მოხვედრის გარანტიას იძლევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალტაფინი: ჩემგან განსხვავებით კვარა უმადურია
ალტაფინი: ჩემგან განსხვავებით კვარა უმადურია