ფუტსალის 19-წლამდე ნაკრებმა მალტა 9:0 დაამარცხა
Aa
Aa

ფუტსალის 19-წლამდე ნაკრებმა მალტა 9:0 დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე მატჩი გამართა. ბესარიონ არველაძის გუნდმა მალტა დიდი ანგარიშით, 9:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა გოგოხიას, აირაპეტიანის, ჩიკიროვის და წერეთელის გოლებით 4:0 მოიგო. შესვენების შემდეგ, საქართველოს ნაკრების უპირატესობა ქარცივაძემ, ლომაიამ და გოგოხიამ კიდევ უფრო გაზარდეს, გოგოხიამ და აირაპეტიანმა კი დუბლი შეასრულეს.

საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა გერმანიასთან ფრედ დაასრულა. მესამე და დასკვნით შეხვედრას ჩვენი გუნდი 25 იანვარს, ჯგუფის მასპინძლის, ლიეტუვის წინააღმდეგ გამართავს. საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს.

ფუტსალის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი, 28 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, მოლდოვაში გაიმართება.

წყარო: ეროვნული ნაკრები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფუტსალის 19-წლამდე ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება
ფუტსალის 19-წლამდე ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება