ოფიციალურად - არაუხო ბარსელონაში 2031 წლამდე ითამაშებს
„ბარსელონამ“ რონალდ არაუხოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. კატალონიური კლუბის ცნობით, ურუგვაელი ცენტრალური მცველი მათთან 2031 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 25 წლის ფეხბურთელი „იუვენტუსში“ გადასვლასთან ახლოს არის. მისი მიმდინარე კონტრაქტი „ბარსასთან“ 2026 წლის ზაფხულამდე იყო გათვლილი.
არაუხო ბლაუგრანაში 2018 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდის განმავლობაში მან ყველა ტურნირზე 155 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 6 ასისტი მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის პირველი ნაწილი ურუგვაელს ტრავმის გამო გაუცდა, ამ პერიოდის განმავლობაში კი დაცვის ცენტრში ადგილი პაუ კუბარსის და ინიგო მარტინესის წყვილმა დაიმკვიდრა.
Transfermarkt-ზე არაუხოს საბაზრო ღირებულება 55 მილიონ ევროს შეადგენს.