ალტაფინი: ჩემგან განსხვავებით კვარა უმადურია
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი ჟოზე ალტაფინი, რომელმაც პელესთან ერთად 1958 წლის მუნდიალი მოიგო, (ასევე „მილანის“, „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ ღირსებასაც იცავდა, ჩემპიონთა თასისა და სკუდეტოს მფლობელიც გახლავთ) ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს.
„კვარაცხელიას გარეშე ნაპოლის შემადგენლობა სუსტია? ხვიჩამ ნამდვილად უმადურობა გამოიჩინა. ის ნამდვილი core ngrato (უმადური გულის მქონე) გახლავთ. მე არა. ეს ის არის, რასაც თქვენ წლების განმავლობაში მე მეძახდით (1972 წელს ალტაფინი ნაპოლიდან იუვენტუსში გადავიდა). მაგრამ მე კარგად მახსოვს, რომ ნაპოლის ჩემი კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურდა. ხვიჩას შემთხვევაში კი კლუბს ამის სურვილი ჰქონდა.
ამჟამად ნაპოლის ძალიან კარგი დრო უდგას. ბერგამოში მოგება ადვილი არ არის. მათ რამდენიმე მოთამაშე ფორმის პიკში ჰყავთ.
ვისი შეძენაც ნაპოლის კვარას ნაცვლად სურს, ამ მოთამაშეებიდან ერთი მაინც, რომ გაიფორმონ, გუნდი საგრძნობლად გაძლიერდება. თუმცა ახლაც კარგი გუნდია. ნერეში ჩინებულ ფორმაშია და ბევრ შანსს ქმნის“.
- განაცხადა ალტაფინიმ Radio Marte-სთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ კვარაცხელიას 2,5 წელი 1.3 მილიონ ევროდ ათამაშებდა. 2024 წლის ზაფხულიდან კი კლუბი ხვიჩას ბონუსების ჩათვლით 6 მილიონ ევროს სთავაზობდა, კონტრაქტი კი 2029 წლამდე გაგრძელდებოდა, გამოსასყიდი თანხის გარეშე.
პსჟ-მ კი კვარაცხელიას ხელშეკრულება 2029 წლამდე გაუფორმა, წლიური ანაზღაურების სახით კი ბონუსების ჩათვლით 11 მილიონი ევრო ექნება.