რატომ აქვს მერაბს ასეთი მაგარი კარდიო | სენდჰეგენის საინტერესო თეორია
კორი სენდჰეგენი UFC-ის მებრძოლია, რომელიც სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში ასპარეზობს. „სენდმენმა“ იუთუბის საკუთარ არხზე, ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ახსნა, „მანქანას“ ასეთი მაგარი კარდიო რატომ აქვს და არასდროს რატომ არ იღლება.
„უმართან ორთაბრძოლაში, გადამწყვეტი ფაქტორი მერაბის ფიზიკური კონდიციები აღმოჩნდა და ვიცი, ის რატომ არასდროს იღლება. ეს მისი ხასიათის დამსახურებაა. დვალიშვილი მთელი დღის განმავლობაში ყვირის. ვფიქრობ, ეს ძალიან ეხმარება.
მერაბი ყოველთვის ყვირის. ყოველთვის ვიღაცას უყვირის. ზოგჯერ ფანებსაც უყვირის და ყოველთვის აკეთებს იმას, რაც მის ფილტვებს გააქტიურებაში ეხმარება. ჩემი აზრით, გადამწყვეტი ფაქტორი ესაა. ზუსტად ეს აძლევს მერაბს საოცარ ფიზიკურ კონდიციებსა და კარდიოს“.
შეგახსენებთ, რომ სენდჰეგენმა ბოლო ორთაბრძოლა უმარ ნურმაგომედოვთან გამართა, რომელმაც მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო, მაგრამ „მანქანის“ წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. უმარის დამარცხების შემდეგ, მერაბი UFC-ის Pound for Pound რეიტინგში მე-5 ადგილზე გადავიდა.