ხვიჩა კვარაცხელია, ჯანლუიჯი დონარუმა
Aa
Aa

„მასთან ერთად უფრო ძლიერი გუნდი გვეყოლება“ | რა თქვა დონარუმამ კვარაზე

„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე ისაუბრა. იტალიელმა გოლკიპერმა „კვარა“ შეაქო და განაცხადა, რომ ქართველი შემტევი ისედაც ძლიერ გუნდს, გააძლიერებს.

„ხვიჩასთან იტალიურად ვლაპარაკობ... უფრო სწორად, ნეაპოლურად. რამდენიმე სიტყვა იცის. ის საოცარი ბიჭია და გუნდს, რომელიც უკვე ძლიერია, დიდ დახმარებას გაუწევს. ვფიქრობ, მასთან ერთად, უფრო ძლიერი გუნდი ვიქნებით“.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი „პარი სენ-ჟერმენს“ რამდენიმე დღეა შეუერთდა და სადებიუტო შეხვედრას „რეიმსთან“ გამართავს. მატჩი თბილისის დროით, 26 იანვარს არის ჩანიშნული და 00:05-ზე დაიწყება.

ცნობისთვის, ხვიჩამ პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა და 7-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. ცნობილი გამოცემების ინფორმაციით, „ნაპოლი“ მის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსები დაემატება, კვარაცხელიას ხელფასი კი 9 მილიონ ევროს პლუს ბონუსები იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სატიტულო ჩხუბი მან დაიმსახურა...“ | ალჯო მერაბის მომდევნო მეტოქეზე
„სატიტულო ჩხუბი მან დაიმსახურა...“ | ალჯო მერაბის მომდევნო მეტოქეზე