მანჩესტერ სიტი მზად არის, კამბიაზოში €65 მილიონი გადაიხადოს
„მანჩესტერ სიტი“ ანდრეა კამბიაზოსთვის შეთავაზებას ამზადებს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ინგლისური გრანდი „იუვენტუსის“ მცველის გაფორმებითაა დაინტერესებული.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინელებს ტრანსფერის შესახებ ოფიციალური წინადადება ჯერ არ მიუღიათ, მაგრამ „ქალაქელები“ ამას დღეს ან ხვალ აპირებენ.
როგორც გაზეთი წერს, „სიტი“ აპირებს „ბებერ ქალბატონს“ 24 წლის იტალიელის სანაცვლოდ, 65 მილიონი ევრო შესთავაზოს, თუმცა „ბიანკონერი“ მას 80 მილიონ ევროდ აფასებენ.
მიმდინარე სეზონში, კამბიაზომ 2 გოლი გაიტანა. ის „იუვენტუსში“ 2022 წლიდან თამაშობს, კონტრაქტი კი 2029 წელს ეწურება.