რანდალ კოლო მუანი
Aa
Aa

ოფიციალურად | პარი სენ-ჟერმენმა რანდალ კოლო მუანი იუვენტუსში გაანათხოვრა

რანდალ კოლო მუანის სატრანსფერო საგა ოფიციალურად დასრულდა. „პარი სენ-ჟერმენმა“ და „იუვენტუსმა“ საერთო ენა გამონახეს და „ბებერმა ქალბატონმა“ ფრანგი ფეხბურთელი გაიფორმა, რაც ოფიციალურადაც დაადასტურა.

„რანდალ კოლო მუანი მზადაა, „შავ-თეთრი“ მაისური მოირგოს. პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელი იუვენტუსში 2025 წლის 30 ივნისამდე, იჯარის წესით ითამაშებს. მნიშვნელოვანი დანამატი ბიანკონერისთვის, რაც საშუალებას მოგვცემს, შეტევით ხაზში, ხარისხისა და გამოცდილების საჭირო ოდენობის ნაზავი გვყავდეს.

კოლო მუანის შეუძლია, როგორც თავდამსხმელის, ისე ორივე ფლანგის გარემარბის პოზიციაზე ითამაშოს. მას აქვს უნივერსალურობა, შემტევი ფეხბურთელის საოცარი ტექნიკური უნარები, ფიზიკური სიძლიერე და დრიბლინგის ნიჭი“, - წერს იუვენტუსი.

შეგახსენებთ, რომ კოლო მუანი პარი სენ-ჟერმენს 2023 წელს შეუერთდა და კლუბის მაისურით 54 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე 11 გოლი და 7 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფუტსალის 19-წლამდე ნაკრებმა გერმანიასთან ფრე ითამაშა
ფუტსალის 19-წლამდე ნაკრებმა გერმანიასთან ფრე ითამაშა