„ბედნიერი ვარ, რომ საფრანგეთში გადმოვიდა“ | ზურიკო კვარას ტრანსფერზე
„სენტ-ეტიენის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ზურიკო დავითაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. „ოსერთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, დავითაშვილს ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში“ ტრანსფერზეც ჰკითხეს და ზურიკომ ჟურნალისტებს ესაუბრა ურთიერთობაზე, რომელიც „კვარასთან“ აქვს.
„ხვიჩა მეგობარზე მეტია. ერთი ოჯახი ვართ. 10 წელია ფეხბურთით ვცხოვრობთ და პატარაობიდან ერთად ვთამაშობთ. ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ და რეგულარული კონტაქტი გვაქვს. ის ჩემი შვილის ნათლიაა და რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, რომ საფრანგეთში გადმოვიდა.
პარი სენ-ჟერმენში გადმოსვლის შემდეგ, ერთმანეთს უფრო ხშირად შევხვდებით. სიმართლე გითხრათ, ტრანსფერზე მასთან ბევრი არ მილაპარაკია და ხვიჩას წინააღმდეგ თამაშის შანსი პსჟ-სთან გასამართ განმეორებით შეხვედრაში მექნება“.
შეგახსენებთ, რომ 18 ტურის შემდეგ, „სენტ-ეტიენს“ 17 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-16 პოზიციას იკავებს. „პარი სენ-ჟერმენი“ 46 ქულით ჩემპიონატის ლიდერია. ზურიკოსა და ხვიჩას გუნდების დაპირისპირებას 30 მარტს, თბილისის დროით, 19:00-ზე ვიხილავთ.