ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე, დანიელ რიოლო
Aa
Aa

„კვარა პსჟ-ს რაღაც განსაკუთრებულს შემატებს“ - ფრანგი ჟურნალისტი

პსჟ-სა და „მანჩესტერ სიტის“ მატჩის (4:2) შემდეგ, ფრანგული პრესა ლუის ენრიკეს გუნდის შესახებ ალაპარაკდა. პარიზელებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს და შაბათს, ამ გუნდს ხვიჩა კვარაცხელიაც ემატება.

RMC Sport-ის ჟურნალისტი დანიელ რიოლო ამბობს, რომ პსჟ ხვიჩასთან ერთად გაცილებით ძლიერი გუნდი გახდება.

„ვუყურებ ტრიბუნაზე მჯდომ კვარაცხელიას და საკუთარ თავს ვეუბნები, რომ ეს გუნდი კიდევ უფრო ძლიერი გახდება იმ ფეხბურთელის დამატებით, რომელიც ასე ძალიან მომწონს. იქნებ პარიზმა ეს სიკაშკაშე ცოტა უფრო მეტი ხნით შეინარჩუნოს. ეს კარგია.

მე კვარას ფანი ვარ. ის მიყვარს. ვუყურებდი მას ტრიბუნებზე, თუ როგორ ბრაზობდა 0:2-ის დროს, შემდეგ 3:2-ზე ფიქრი დაიწყო, რომ ის კარგ გუნდში მოხვდა. არ ვიცი როგორ იყო, შეიძლება მართლაც ასე.

ლუის ენრიკეს მისთვის გეგმა აქვს და ხვიჩას გამოყენებას აპირებს. მწვრთნელს 3 პოზიციისთვის 4 მოთამაშე ეყოლება. თუნდაც გონსალუ რამუში ჯოკერი გახდეს. კვარა ამ გუნდს რაღაც განსაკუთრებულს შემატებს“.

- ამბობს რიოლო.

პარიზელებმა „სიტისთან“ გამარჯვების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ინში მოსახვედრად დიდი ნაბიჯი გადადგეს. ლუის ენრიკეს გუნდს ბოლო ტურში „შტუტგარტთან“ სტუმრად ქულაც ჰყოფნის.

კვარაცხელიას დებიუტს კი შაბათს, 23:55-ზე პარიზში „რეიმსის“ წინააღმდეგ ველით. ხვიჩას ჩემპიონთა ლიგაზე „შტუტგარტთან“ მატჩის შემდეგ ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აზაროვი ერთ-ერთი საუკეთესო იყო - შახტარმა ბრესტი დაამარცხა
აზაროვი ერთ-ერთი საუკეთესო იყო - შახტარმა ბრესტი დაამარცხა