შარაბუტდინ მაგომედოვი, მაიკლ პეიჯი
Aa
Aa

შარა ბულეტი მაიკლ პეიჯს: 1 თებერვალს შენს სისხლში ვიქნები

UFC-ის დაღესტნელმა მებრძოლმა, შარაბუტდინ მაგომედოვმა ბრიტანელ მაიკლ პეიჯს მიმართა.

მათი ჩხუბი 1 თებერვალს, UFC Fight Night 250-ზე გაიმართება, რომელსაც საუდის არაბეთის დედაქალაქი უმასპინძლებს.

„მაიკლ, გავიგე, გითქვამს, რომ სისხლისგან დავიცლები ჩვენი ჩხუბის დროს. კი, მე სისხლში ვიქნები, ოღონდ მხოლოდ შენს სისხლში“, - დაწერა „შარა ბულეტმა“ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის მაგომედოვმა ბოლო ჩხუბში არმენ პეტროსიანი დაანოკაუტა და ამჟამად საშუალო წონითი კატეგორიის რეიტინგის მე-14 ადგილზეა.

რაც შეეხება პეიჯს, მან ბოლოს გასული წლის ივნისში იან მაჩადო გარისთან იჩხუბა და მსაჯთა გადაწყვეტილებით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბზე არავის არაფერი უკითხავს“ | მაგდი ამაჩოვმა უმართან ვარჯიშზე ისაუბრა
„მერაბზე არავის არაფერი უკითხავს“ | მაგდი ამაჩოვმა უმართან ვარჯიშზე ისაუბრა