მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ძალიან მინდოდა, უმარს რუსეთისთვის მოეგო“ | Bellator-ის ყოფილი ჩემპიონი

Bellator-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ვადიმ ნემკოვმა უმარ ნურმაგომედოვისა და მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო ორთაბრძოლაზე ისაუბრა. ნემკოვს იმედი ჰქონდა, რომ უმარი რუსეთის გამო გაიმარჯვებდა, რადგან „მანქანამ“ მისი სამშობლოს მისამართით ბევრი ილაპარაკა.

„უმარს გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დააკლდა. ალბათ, მოტეხილობამ გავლენა იქონია. მერაბი საჩუქარი ნამდვილად არავისთვისაა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, შედეგმა გამაკვირვა, რადგან ვფიქრობდი, რომ ნურმაგომედოვი გაიმარჯვებოდა.

იმედი მქონდა და ძალიან მინდოდა, რომ უმარს რუსეთის გამო მოეგო. მერაბმა ჩვენი ქვეყნის მისამართით ბევრი რაღაც თქვა. მართალია, პირადულზე არ გადასულა, მაგრამ ქვეყანაზე ბევრი ილაპარაკა და ეს ლამაზი ნამდვილად არ ყოფილა“.

შეგახსენებთ, რომ „მანქანამ“ ნურმაგომედოვი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი პირველად დაიცვა. 3-დან ორმა მსაჯმა მერაბს 3 რაუნდი მისცა, ერთმა - ოთხი.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„სატიტულო ჩხუბი მან დაიმსახურა...“ | ალჯო მერაბის მომდევნო მეტოქეზე
„სატიტულო ჩხუბი მან დაიმსახურა...“ | ალჯო მერაბის მომდევნო მეტოქეზე