სანდრო კალანდაძე მოლ ფეჰერვარში გადადის
სანდრო კალანდაძე უნგრეთში ითამაშებს. როგორც Crystal Sport-ს ფეხბურთელის აგენტმა, ლაშა ოდილაძემ დაუდასტურა, თბილისის „დინამომ“ და „მოლ ფეჰერვავარმა“ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.
მისივე თქმით, უკვე ორშაბათს სანდრო სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც გუნდს შეუერთდება.
კალანდაძე „დინამოში“ 2020 წლიდან თამაშობს. Transfermarkt-ის მონაცემებით, მისი სატრანსფერო ღირებულება 400 000 ევროა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის ცენტრალური მცველისთვის უნგრული ფეხბურთი უცხო არაა, 2020-21 წლების სეზონში იჯარით „დიოშგიორში’’ თამაშობდა, თუმცა პირველ გუნდში შანსი მხოლოდ სათასო მატჩში მისცეს, ოფიციალურ მატჩებს მეორე გუნდში ატარებდა.
გეტყვით ასევე, რომ სანდრო კალანდაძეს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, 2023 წელს ვილი სანიოლმა შანსი ნორვეგიასთან (სასტარტოში) და შოტლანდიასთან (ცვლილებაზე) მისცა.