მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, ალჯამეინ სტერლინგი, შონ ომალი
Aa
Aa

„სატიტულო ჩხუბი მან დაიმსახურა...“ | ალჯო მერაბის მომდევნო მეტოქეზე

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ამჟამად კი ნახევრად მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ალჯამეინ სტერლინგმა, არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში თავის ახლო მეგობარზე, მერაბ დვალიშვილზე და მის სავარაუდო მეტოქეებზე ისაუბრა.

ალჯამეინ სტერლინგი:

„ომალისთან ჩხუბისთვის მერაბ დვალიშვილს ძალიან კარგ ჰონორარს მისცემენ, მაგრამ ყველაზე რთული მეტოქე პიოტრ იანი იქნება. თანაც, ბოლო გამოსვლებით მან სატიტულო ჩხუბი დაიმსახურა. ომალიმ კი იანთან იჩუბა და 10-11 თვე ისვენებდა.

რა თქმა უნდა, ომალისთან ჩხუბი მერაბს უფრო მეტ ფულს მოუტანს, მაგრამ ამ ბრძოლის გაყიდვა რთული იქნება. გულშემატკივრები არ დაიჯერებენ, რომ „შუგა“ რამეს განსხვავებულად იზამს და მთელი 25 წუთის განმავლობაში მერაბის ერთი დარტყმით დანოკაუტების იმედად არ იქნება“.

შეგახსენებთ, რომ UFC 310-ზე მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული დაიცვა.

აქვე გეტყვით, რომ საჩემპიონო ქამარი მერაბმა გასული წლის სექტემბერში სწორედ შონ ომალისთან ჩხუბში მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მისი დომინირება ძალიან შთამბეჭდავია ნოკაუტების გარეშეც“ - ალჯო მერაბზე
„მისი დომინირება ძალიან შთამბეჭდავია ნოკაუტების გარეშეც“ - ალჯო მერაბზე