გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„გალათასარაიზე ინფორმაცია მივაწოდე“ | ბაფეტიმბი გომისი მიქაუტაძეზე

გიორგი მიქაუტაძეს „გალათასარაის“ აქტიურად უკავშირებდნენ. იწერებოდა, რომ საქმეში ბაფეტიმბი გომისი იყო ჩართული და ქართველი თავდამსხმელის დაყოლიებას ცდილობდა. ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ფრანგმა ფეხბურთელმა პოსტი გამოაქვეყნა და საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.

„მიქაუტაძესთან დაკავშირებით: გიორგი მიქაუტაძის აგენტი არ ვარ, მას თავისი აგენტი ჰყავს. როგორც ფეხბურთელმა, რომელსაც გალათასარაისა და ლიონში უთამაშია, მას გალათასარაის თაობაზე ინფორმაცია მივაწოდე და კლუბზე მოვუყევი. ზუსტად ისე, როგორც დროგბას დაველაპარაკე გალათასარაიში გადმოსვლამდე. მსგავსი საუბრები ფეხბურთში ნორმალური მოვლენაა“.

შეგახსენებთ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, მიქაუტაძის მომავალი თურქული პრესის ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემაა. Fanatik-ის მიხედვით, „გალათარასაიმ“ „ლიონთან“ შეთანხმებას მიაღწია, მაგრამ ფეხბურთელის მოთხოვნილმა ხელფასმა ტრანსფერი გაართულა.

ცნობისთვის, მიქაუტაძე „ლიონს“ მიმდინარე სეზონის დაწყების წინ 18.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ მეციდან შეუერთდა. დღემდე, ჟორჟმა ლიონის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 25-ჯერ მოირგო, 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსაჯების გადაწყვეტილებამ გამაკვირვა“ - უმარის ძმა მერაბთან ჩხუბზე
„მსაჯების გადაწყვეტილებამ გამაკვირვა“ - უმარის ძმა მერაბთან ჩხუბზე